“მერე რომ აღარ მკითხოთ ხოლმე რას ვაპირებ კილაძის ბოდვაზე, როგორც კი მას ვნახავ პარლამენტში ამაზე მექნება რეაგირება”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელია “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.
კითხვაზე, იგივეს ხომ არ უპირებს კილაძასაც, რაც ზარდიაშვილს? – ბესელია პასუხობს:
“უკვე ისეთი იმიჯი ჩამომიყალიბდა… ამ დროს მგონია ჭიანჭველას ფეხს არ ვაბიჯებ და როგორც მიყირებენ. არა, ამას არ გავატარებ. როდესაც ამდენი კითხვა დაისვა, უკვე შეურაცხმყოფელია. ზუსტად იმას გაბრალებენ, რასაც თვითონ ჩადიან. ზუსტად ისეთ ადგილას გირტყამენ, რასაც შენ ყველაზე მეტად უფრთხილდები.
კამერებთან ერთად მივალ მასთან, რომ მერე ამას არ მოჰყვეს ინსინუაციები, მითხრას ყველასთან ერთად რა იპოვა, რა მასალებია, რა აწუხებს, რა გამოძიებები უნდა ჩაატარონ? მერე მე მიპასუხონ, ის გამოძიებების სად წავიდა, რომელიც დაიწყო იგივე ოქუაშვილის საქმეზე და საერთოდ ბევრი საქმეა კორუფციული და ბევრი ადამიანი კორუფციაშია ჩართული”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.