სოციალურ ჯგუფში "ანიტასთვის" მარიკა ხუციშვილი წერს:
47-ე ღამეს ახალმა, 2020 წელმა შემოაბიჯა ანიტელების ჯგუფში!
ამ წელს შევხვდით ერთიანობით, სიყვარულით, რწმენითა და ერთმანეთის გვერდში დგომით!
გვჯეროდეს რომ წელს, ანიტა და მისი მშობლები მშვიდობიანად დაბრუნდებიან სამშობლოში!
თქვენმა ერთსულოვნებამ ყველას დაგვანახა სიყვარულის ძალა და რწმენის სასწაული!
სიყვარულია, რაც აძლიერებს ანიტას, ერთსულოვნებაა რამაც აქამდე მოიყვანა ჩვენი პატარა ქვეყანა!
ეს ანიტას და ჩვენი გამარჯვების წელია!
ეს ანიტას და მისი თაობის საქართველოა!
ყველას გილოცავთ ახალ, იმედის და ბედნიერების, 2020 წელს!
#ანიტას❤️სთვის