ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალებას არ ელოდება.
"დიდი იმედი არ მაქვს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოყენებული იქნება მისი უფლება და ის უდანაშაულო დეკანოზს შეიწყალებს. თავიდანვე ვამბობდი, რომ როგორც საპატრიარქოში, ისე ძალიან მაღალი თანამდებობების საერო პირები არიან ამ საქმეში. ქალბატონი შორენა თეთრუაშვილიც ჩართული იყო ამ პროცესში და მისი კავშირებით ყველაფერი იმოქმედეს, რომ დეკანოზი არ შეწყალებულიყო. დიახაც, ეშინიათ მისი თავისუფლებაში ყოფნის. მიუხედავად იმისა, რომ არის რაღაც საკითხები, თვით შიდა სამზარეულოშიც ერიდებიან ამ საკითხის განხილვას",- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს. ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება თუ არა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე.