პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.
პოლიციასა და "შეცვალეს" აქტივისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი პარლამენტის წინ გაშლილ საბავშვო ატრაქციონებთან აქციის გამართვა დაიწყეს.
აქტივისტები მალხაზ მაჩალიკაშვილისა და დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის კარვების ნაცვლად პარლამენტთან გასართობი სივრცის მოწყობას აპროტესტებდნენ . მატ უნდოდათ, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებულების ფოტოები და ბანერები ატრაქციონებზე დაეწყოთ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველემა მათ ატრაქციონებთან მიახლოების შესაძლებლობაც არ მისცა.
შსს-ში აცხადებენ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდარღვევა გათვალისწინებულია კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.