დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს.
„ქვეყანაში დღეს დაახლოებით 8 ტიპის ვირუსი ცირკულირებს, აქედან გრიპის ვირუსი არის A და B. B ტიპის ვირუსი დაახლოებით 77%-ის შემთხვევებში ცირკულირებს.
გრიპის სეზონი აპრილამდე გრძელდება. ჩვენ სტრატეგიულ მარაგში კიდევ გვაქვს ვაქცინაციის საკმაო რაოდენობა, ამიტომ რისკ ჯგუფებს, განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს მოვუწოდებთ, მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.