იყო დრო სახლებში ხალიჩებს მეტწილად იატაკისა და კედლების გასათბობად იყენებდნენ, თუმცა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კვლადაკვალ, ხალიჩა-ფარგადების დანიშნულება შეიცვლა და დღეს ისინი დეკორატიული აქსესუარების როლს ირგებენ. ხალიჩები სახლის სხვადასხვა ნაწილს ამშვენებენ, ინტერიერს ერწყმიან და ჰარმონიას ქმნიან ან პირიქით ამოვადნილი არიან საერთო ფერთა გამიდან და უფრო ავანგარდულსა და თვალსაჩინოს ხდიან სივრცეს.
როგორი ხალიჩებია ტრენდული?
ბოლო წლებია ხალიჩები იბრუნებენ ძველ დიდებას და დიდი პოპულარობით სარგებლობენ, როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ კულტურაში.
ხალიჩები ფორმისა და ზომის მიხედვით განსხვავდებიან. შეძენის დროს ვითვალისწინებთ განთავსების ადგილს. მაგალითად, შემოსასვლელში უფრო მომცრო და მჭიდროდ ნაქსოვი ფარდაგებია მისაღები, მაშინ როცა სასტუმრო ოთახში შედარებით დიდ ხალიჩებს ვაფენთ, ძირითადად რბილი ავეჯის წინ, ხოლო საძინებელში რბილი, ფუმფულა ხალიჩებია ტრენდული. რაც შეეხება ხალიჩის მორთულობას, როგორც ღია, სადა დიზაინის ხალიჩებია მოთხოვნადი, ასევე სხვადასხვა ფერისა და ფორმის ორმანენტებით დამშვენებული. გეომეტრიული ფიგურებით მორთული ხალიჩა სივრცეს აპატარავებს, მაშინ როცა ზოლიანი ხალიჩა უფრო დიდი სივრცის ეფექტს ქმნია. ასევე უმჯობესია, რომ კედლისა და ფარდაგის ფერი იდენტური არ იყოს. ამ შემთხვევაში ხალიჩას ეფექტი ეკარგება და ვეღარ აღიქმება.
ბუნებრივი ქსოვილებისგან დამზადებული ხალიჩები ძალზე მოთხოვნადია, თუმცა არც ანტიალერგიული, ხელოვნული მასალით დამზადებულ ხალიჩებს აკლია მყიდველი. ხალიჩის ფასები მათი ზომების, მასალისა და მათ დასამზადებლად დახარჯული დროის პირდაპირპროპორციულია. მაგალითად, ხელით ნაქსოვი ხალიჩები ძვირადღირებულია.
სად შევიძინოთ ხალიჩები მისაღებ ფასად?
ბევრი ფიზიკური თუ ონლაინ მაღაზიაა, რომელიც საკუთარ მომხმარებელს ხალიჩების დიდ არჩევანს სთავაზობს, მოთხოვნაც მზარდია, რადგან ხალიჩით მარტივად შეიძლება სახლის ინტერიერის ცვლილება. არც ლილოს ონლაინ მაღაზია Liloshop-ია გამონაკლისი. მის ვირტუალურ თაროებზე ათასგვარი მრგვალი თუ ოთხკუთხა, დიდი თუ პატარა, ჭრელი თუ სადა ხალიჩაა განლაგებული და მზად არის სახლის ნებისმიერი ნაწილი გაალამაზოს. „ლილოშოპზე“ წარმოდგენილ ხალიჩებს მისაღები ფასი აქვს, ამიტომ მათზე მოთხოვნა წელიწადის ნებისმიერ დროს არის.
როგორი ფასებია Liloshop-ზე?
ფასი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ნივთის შეძენისას. ხშირად ვადარებთ სხვადასხვა მაღაზიის ფასებს და ასე ვიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. როგორც ზემოთ ვახსენეთ, „ლილოშოპი“ ლილოს ონლაინ მაღაზიაა. იგი უკვე მეორე წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლის გონებაში დაბალ ფასთან და მრავალფეროვან პროდუქციასთან ასოცირდება. აქ ყველას შეუძლია იპოვის სასურველ ნივთი, როგორი ეკონომიკური შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს. სწორედ ხელმისაწვდომობაა ამ ინტერნეტ მაღაზიის ერთ-ერთი უპირატესობა სხვებთან მიმართებით.