ეს ივანიშვილის დავალების შესრულებაა, ჩვენზე შეტევას ქვეყნის ინტერესები ეწირება, – ამის შესახებ “ლელოს” ერთერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ანაკლიის პროექტის კონსორციუმს ხელშეკრულება გაუწყდა.
“დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულება. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი მთავრობა დაკავებულია ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულებით და არა იმით თუ რა სჭირდება ქვეყანას. ასე, რომ ეს იყო ლოგიკური დასასრული, რაც მათ გამოაცხადეს. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებული აქვთ მათ. დიდი ხანია დაწყებულია ჩვენზე შეტევა და ამას ეწირება ქვეყნის ინტერესები”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.