ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფ „ალ ქუდსს“ ისმაილ კაანი უხელმძღვანელებს. BBC ცნობით, აიათოლას განცხადებით, მისი ხელმძღვანელობით, „ალ ქუდსი“ ისეთივე იქნება როგორც გენერალ ყასემ სულეიმანის დროს.
გამოცემის ცნობით, ამ დრომდე კაანი ყოველთვის ჩრდილში იყო და მისი სახელი დასავლურ მედიაში იშვიათად ჩნდებოდა.
ისმაილ ყაანი 1957 წელს ირანში, ქალაქ მეშხედში დაიბადა. ის ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფ „ალ ქუდსში“ 1979 წელს გაწევრიანდა. რევოლუციის შემდეგ როგორც სულაიმანი, ისიც მონაწილეობდა ირანში ქურთების აჯანყების ჩახშობის პროცესში.
შემდეგ ყაანი მონაწილეობდა ირან-ერაყის ომში, რომელსაც მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
2012 წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ისმაილ ყაანის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის მიზეზი ნიგერიაში დაკავებული იარაღი გახდა, რომელიც ირანიდან გაიგზავნა. მითითებული იყო, რომ კონტეინერებში ქვის ფილები ინახებოდა.
2012 წელს კაანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიქტორია ნულანდი გააკრიტიკა, რომელმაც განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტში ირანის მონაწილეობა დაპირების დიაპაზონს ზრდის.
გამოცემის ცნობით, 2015 წელს ყაანიმ ირიბად აღიარა, რომ ირანი პალესტინას ისრაელის წინააღმდეგ საბრძვოლველად იარაღს აწვდის.
3 იანვარს, გამთენიისას ბაღდადში ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს.
გენერალი სულეიმანი „ალ-ქუდსის“ ძალების მეთაური იყო. „ალ ქუდსი“ ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფია, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.
ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ასე თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური.
ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განცხადება გაავრცელა და აშშ- მოუწოდა, თავი შეიკავოს საპასუხო ნაბიჯებისგან.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სამხედრო დაპირისპირება არ სურს, თუმცა თავდასხმის გამო ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს.
ვინ არის ტრამპის ბრძანებით ბაღდადში მოკლული ირანელი გენერალი და დაიწყება თუ არა ომი, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.