გარემო ფაქტორებიდან ჯანმრთელობას ყველაზე დიდ საფრთხეს ჰაერის დაბინძურება უქმნის. მონაცემებს ამის შესახებ GAHP-ი (გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ) აქვეყნებს.
ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურებას ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი ეწირება.
გამოქვეყნებული მოხსენება ეყრდნობა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და გაზომვის ინსტიტუტის (IHME) მონაცემებს.
კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია. ჰაერის დაბინძურებით განპირობებული სიკვდილიანობით ქვეყნებიდან პირველ ადგილზე ინდოეთია. თუმცა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, რეგიონალური სტატისტიკა უფრო რელევანტურია.
კვლევის მიხედვით, ევროპაში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა, სადაც 100 000 ადამიანიდან 140-ის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული.