"მოხდა სასწაული და იმ ექიმის შეუპოვრობის წყალობით, ანიტამშემდგომში კიდევ ერთ პროცედურას და ოპერაციას გაუძლო".
ოჯახის ახლობელი 2 წლის ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს და აცხადებს, რომ დიალიზის გადასხმა გრძელდება და ელოდებიან ბრონქოსკოპიის და სისხლის ანალიზის პასუხებს.
„შეგახსენებთ, რომ როცა პირველად ანიტას მდგომარეობა დამძიმდა - ექიმები მისი გადარჩენის შანსს 0%- ით აფასებდნენ. მაგრამ, მოხდა სასწაული და იმ ექიმის შეუპოვრობის წყალობით, ვინც დაახლოებით 1 სთ-ს განმავლობაში გულის მასაჟს უკეთებდა ჩვენ გოგოს და თქვენი სასწაულმოქმედი ლოცვის შემწეობით - ანიტამშემდგომში კიდევ ერთ პროცედურას (ეკმოს დაყენება) და ოპერაციას (ფილტვების სისხლისგან და სითხისგან ამოსუფთავება და ეკმოს ჩადგმა) გაუძლო.
ექიმი ბალაკრიშნანის თქმით, ოპერაცია იყო ურთულესი და მისი დასრულების შემდეგ ანიტას შანსებს აფასებედნენ -50%-50%ზე.
გუშინ მოხდა დიალიზის გადასხმა, რაც ანიტამ კარგად გადაიტანა.