ერაყში, სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ის კონტინგენტიც არის განთავსებული, საჰაერო თავდასხმა მოხდა
23:44 / 12.01.2020
ერაყში სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბაზას, სადაც ამერიკული კონტინგენტიც არის განთავსებული, შვიდი ჭურვი დაეცა.
შემთხვევის შედეგად ოთხი ერაყელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.