"ვფიქრობ პრეზიდენტი ბრძენი ადამიანია", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრემიერი ალექსეი გონჩარუკი კითხვას იმის შესახებ რაიმე გავლენა მოახდინა თუ არა გავრცელებულმა აუდიო ჩანაწერმა პრეზიდენტ ზელენსკისთან ურთიერთობაში.
მისი თქმით, ჩანაწერებში მოჭრილი ციტატები და კონტექსტიდან ამოღებული მასალა იყო გამოყენებული.
"სპეცსამსახურება ძალიან მალე უნდა დაადგინონ თუ ვინ შექმნა ეს ჩანაწერები. ეს დანაშაულია და მიმაჩნია, რომ საშიშროებას წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა გონჩარუკმა და დასძინა, რომ ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ გუნდში რაიმე ტიპის გაუგებრობა არ იყოს.
ცნობისთვის, ალექსეი გონჩარუკმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 17 იანვარს, პრეზიდენტის კრიტიკასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, დაწერა. ამდენიმე დღის წინ Youtube- ზე აუდიოჩანაწერი გაჩნდა. ჩანაწერში გონჩარუკმა ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტ ზელენსკის არაკომპეტენტური უწოდა. ზელენსკიმ ძალოვან უწყებებს მიმართა და მოუწოდა, რომ ჩანაწერის ავთენტურობა ორი კვირის ვადაში დაადგინონ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის გამო მიმართა გონჩარუკა პრეზიდენტ ზელენსკის.