თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ სირვიჯეში მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდას აღწევდა.
აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით მიწისძვრა იგრძნობოდა სირიაში, საქართველოსა და სომხეთშიც.