ბოლო მონაცემებით, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ათასობით ადამიანი. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ძლიერი ნგრევა მოჰყვა, რის შედეგადაც დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
ბიძგები, ადგილობრივი დროით, 20:55 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯთან იყო.