"წერილის შინაარსის უდიდესი ნაწილი ფაქტობრივ რეალობას აცდენილია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კონგრესმენების კრიტიკულ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, კონგრესმენებთან უშუალო კომუნიკაციით, მათთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია.
დეპუტატი აქვე დასძენს, რომ კრიტიკა მხოლოდ რამდენიმე კონგრესმენის მხრიდან ისმის და არა აშშ-ს მხრიდან.
„უშუალო კომუნიკაციის შემდეგ, მჯერა, რომ კონგრესმენების მხრიდან წერილის შნაარსი შეცვლილი იქნება.
რაც შეეხება პირად ინტერესებს, ეს არ წაადგება პარტიულ ურთიერთობას და ეს არ იქნება საუკეთესო შენატანი ჩვენსა და ჩვენთვის უმთავრეს პარტნიორ სახელმწიფოს, აშშ-ს შორის. შეგახსენებთ, რომ ეს არის მხოლოდ რამდენიმე კონგრესმენის მოსაზრება და არა ამერიკის შეერთებული შტატების“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.