ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟუნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ეჭვი მაქვს, რომ გამოძიება ბოლომდე არ მივა. ანრი ოხანაშვილს რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ამის გამო ადამიანი უკვე ციხეშია. მე გამოძიების იმედი არ მაქვს, თუმცა აქ ლაკმუსის ქაღალდზე ყველაფერი ზედაპირზე დევს და ეს კაცი ჯერ არც გამოუკითხავთ. ამიტომ მე გამოძიების იმედი არ მაქვს!” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, პოლიციაში გუშინ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი გამოკითხეს, მოგვიანებით კი მას ექსპერტიზაც ჩაუტარდა.