ჩხოროწყუში მოძრაობა "შეცვალეს" სამ წევრს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ნაცემები არიან ოთო შენგელია, ირაკლი ნაჭყებია და ნუკრი ცქიტიშვილი.
ოთო შენგელიას ინფორმაციით, მათ თავს ჩხოროწყუს საკრებულოს თანამშრომლის მეუღლე დაესხა.
"შეცვალეს" აქტივისტები ფაქტს ჩხოროწყუში დღეს მიმდინარე აქციას უკავშირებენ. მოძრაობის წევრები მაჟორიტარი დეპუტატის გოგა გულორდავას ბიუროში იმყოებოდნენ, სადაც ისინი გულორდავას და ჯუმბერ იზორიას დაუპირისპირდნენ.
ამ წუთებში დაზარალებულები ჩხოროწყუს პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ადგილზე შეკრებილები არიან "შეცვალეს" წარმომადგენლები და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 ან მეტი პირზე ძალადობას გულისხმობს.