აშშ-ში კინომსახიობთა გილდიის ფედერაციის (SAG-AFTRA) წარმომადგენლებმა სექსის სცენების გადაღებაზე რეგულაცია მოამზადეს. ინფორმაცია ორგანიზაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
რეგულაცია განსაზღვრავს ქცევის წესებს გადამღები ჯგუფის იმ წევრებისთვის, რომლებიც საწოლის სცენებს კურირებენ. მათ უნდა უზრუნველჰყონ გადაღების უსაფრთხოება. კერძოდ, ამ სცენების გადაღების პროცესი დახურული უნდა იყოს. ინფორმაციას მხოლოდ მსახიობები და კომპანიის წარმომადგენლები უნდა ფლობდნენ. ასევე სცენების მონტაჟი შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს.
2019 წლის ნოემბერში ანალოგიური რეგულაციები ფილმებში სექსის სცენების გადაღებაზე ბრიტანეთში დაწესდა.