
27 წლის ალი ხერი სანჟაია და 18 წლის როსიდა ერთად მუშაობდნენ რესტორანში და დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ, რადგან ერთმანეთის მეზობლად იზრდებოდნენ.
როსიდა ალის მისი ჭარბი წონის გამო ხშირად სხვების თანდასწრებით დასცინოდა და მას სუმოს მოჭიდავეს ადარებდა, რის გამოც ალი თავს დათრგუნულად და შეურაცხყოფილად გრძნობდა.
24 იანვარს, სამსახურის შემდეგ, ალიმ სთხოვა როსიდას, რომ მისი მოტოციკლით სახლამდე მიეყვანა. ქოქოსების პლანტაციასთან ახლოს მან აიძულა როსიდა მოტიციკლიდან გადმოსულიყო, შემდეგ გაგუდა ის, წინასწარ ნაყიდი ბენზინი გადაასხა მის გვამს და ცეცხლი წაუკიდა.
მკვლელობის შემდეგ მან როსიდას მოტოციკლი და მობილური 5,2 მილიონ რუპიად (523 დოლარი) გაყიდა, ვალები გაისტუმრა და ოტელში შეაფარა თავი.
როსიდას სახლში არმისვლის გამო მშობლებმა იეჭვეს, რომ მას რაღაც შეემთხვა და პოლიციაში მისი დაკარგვის შესახებ განაცხადეს. პოლიციამ მეორე დღეს, ქოქოსების პლანტაციებთან, ჯერ როსიდას ვარდისფერი შლემი იპოვა, შემდეგ კი მისი დამწვარი გვამი. ალის ოტელში მიაგნეს და დააპატიმრეს. მას სიკვდილით დასჯა ან 20 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვადით ციხე ელის.
აღსანიშნავია, რომ მკვლელობის შემდეგ ალი კარგ ხასიათზე იყო, საჭმელს გემრიელად მიირთმევდა და კითხვაზე, კიდევ აქვს თუ არა მას აპეტიტი, თანხმობის ნიშნად აქნევს თავს.