საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "დინამო არენაზე" რუმინეთი 41:13 დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება პრემიალური ქულით მოიპოვა!
ამ გამარჯვებით, "ბორჯღალოსნებმა" ანთიმოზ ივერიელის თასი მინიმუმ ერთი წლით შეინარჩუნეს.
მორაგბეთა ნაკრების მომდევნო მეტოქე ესპანეთი იქნება. მატჩი 9 თებერვალს მადრიდში გაიმართება და 15:45 საათზე დაიწყება.