დალაი ლამა ბუდისტებს კორონავირუსისგან თავის დაცვის მიზნით ტარას მანტრას ხშირად წაკითხვას, ან მოსმენას ურჩევს. ამის შესახებ "ტიბეტის გადარჩენის ფონდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"უწმინდესმა თქვა, რომ ტარას მანტრა შეიძლება იყოს კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი გზა. ის გიზიარებთ აუდიო ჩანაწერს... წაიკითხეთ ეს მანტრა და რეკომენდირებულია ხმამაღლა რაც შეიძლება ხშირად" - აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.
მანტრა სიტყვების და ბგერების გარკვეული თანმიმდევრული სიმრავლეა, რომელთა გამოთქმაც, ბუდისტების აზრით, ადამიანზე სასარგებლო გავლენას ახდენს. ტარას მანტრა ქალღმერთ ტარას ეძღვნება, რომელმაც შეძლო გასხივოსნება და გადაწვიტა ამაში სხვებსაც დახმარებოდა.