“მე ვფიქრობ, ივანიშვილს უნდა ყველაფერი და მიიღებს არაფერს”- ამის შესახებ, რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა “ფორმულასთან” განაცხადა.
დავით ბერძენიშვილის თქმით, საბოლოოდ, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი არაფერს მიიღებს.
“ივანიშვილს რა თქმა უნდა ავტორიტარიზმი, მაგრამ ამის რესურსი არ აქვს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც იტანს ავტორიტარულ მმართველობას. აშკარაა რომ ერთპიროვნული მართველობაა. ერთპიროვნული მმართველობა ავტიროტარიზმის ნიშნებს შეიცავს. მე ვფიქრობ, ივანიშვილს უნდა ყველაფერი და მიიღებს არაფერს”, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.