საზღვარგარეთის უნივერსიტეტებიდან საქართველოს უნივერსიტეტებში მობილობის მსურველი სტუდენტები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები ზოგადი უნარების ჩაბარების ვალდებულებას აპროტესტებენ.
როგორც ისინი ამბობენ, ამ გამოცდის ვალდებულება მათთვის მოულოდნელი იყო.
სტუდენტებს პარლამენტთან კარვების გაშლის მცდელობაც ჰქონდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.