იტალიაში, ჩქაროსნულ სარკინიგზო მაგისტრალზე მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა. იგი მილანიდან სალერნოში მიემართებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულია ორი ადამიანი, ორივე რკინიგზის მუშაა, ხოლო დაშავებულია 27 პირი.
გაზეთი Corriere della Sera კი 30 დაშავებულისა და 2 დაღუპულის შესახებ იუწყება.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ათობით მანქანა და სახანძრო. აგრეთვე ინციდენტის ადგილზე გავიდა ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი.