პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თბილისი ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ჭრილში არ განიხილავს.
მისი თქმით, როდესაც პროკურატურას კონკრეტული პირის მიმართ, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაზე აქვს ეჭვი, მნიშვნელობა ეკარგება იმას არის თუ არა ის პირი პოლიტიკოსი.
"პროკურატურას აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით რომ 50 მილიონი მოიპარა და ფიქრობენ რომ უნდა გაასაჩივრონ უმაღლეს სასამართლოში. აქედან გამომდინარე ან მე ან აშშ-ის წარმომადგენლებმა რა კომენტარი უნდა გააკეთოს. პოლიტიკური ფიგურაა თუ არაა პოლიტიკური ფიგურა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე ბავშვები ვიცი 3-4 კილო ჯართის მოპარვისთვის 5-6 წელი ახეხინეს ციხეები. მე არ მომწონს ადამიანის დაჭერა და ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ამ საკითხს ვერ გადაწონის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე დამნაშავედ სცნო და 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ 2018 წელს ე.წ. ფონდების საქმეში გიგი უგულავა და კიდევ 4 პირი დამნაშავედ სცნო.