ახალციხეში ცოლის მკვლელობის მცდელობაში დადანაშაულებულმა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მამაკაცი ტყეში იპოვეს.
როგირც ირკვევა, გარდაცვლილს პოლიცია ცოლზე ძალადობისთვის ეძებდა. არსებული ინფორმაციით, 10 თებერვალს მამაკაცმა შვილების თვალწინ ახალგაზრდა ქალის დახრჩობა სცადა, სახლიდან გაიქცა.
რაც შეეხება ქალს, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხეულის დაზიანებებით ახალციხის კლინიკა "იმედში" 10 თებერვალს შეიყვანა. ამ დროსუთვის ახალგაზრდა კლინიკიდან უკვე გაწერილია და საკუთარ სახლში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.