თურქეთში "პეგასუსის" სამგზავრო თვითმფრინავში პილოტმა გონება დაკარგა, რის გამოც ლაინერის დაშვება მეორე პილოტს დამოუკიდებლად მოუწია.
მან სადისპეჩეროს მეწყვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აცნობა და საბაჰა გოკცენის აეროპორტში სასწრაფოდ დაშვების ნებართვა ითხოვა.
ინციდენტრი აფრენიდან მალევე მოხდა.
დაშვების შემდეგ მგზავრებმა დაუყოვნებლივ დატოვეს თვითმფრინავი, უგონო მდგომარეობაში მყოფი პილოტი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, ისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რა გახდა პილოტის გონების დაკარგვის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.