ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ხმამაღლა შეიძლება ითქვას , რომ თავდაცვის სფეროში აშშ-თან უპრეცენდენტო ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელიც მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში მონაწილეობს.
თავდაცვის მინისტრის თქმით, მსგავსი თანამშრომლობის დონე ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა.
„შავი ზღვის უსაფრთოხების საკითხები ჩვენთვის უმნიშვენელოვანესია. მე ამ მიმართულებით აქტიურად ვარ და ვიქნები ჩართული. შავი ზღვის ფორმატში გვექნება შეხვედრა რუმინეთში მარტის ბოლოს. მე მივიღე მოწვევა ნატოს გენმდივნის მოადგილისგან ამ კონფერენციაზე დასასწრებად და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებთ თანამშრომლობას“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.