ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში - ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 3 მცირეწლოვანი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები ახალციხის კლინიკა "იმედში" გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მეორე ნაწილით დაიწყო.