ბრიტანელმა მომღერალ ელტონ ჯონი აცხადებს, რომ მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც ტურნეს შეწყვეტა მოუწია.
72 წლის მუსიკოსმა თავისი დაავადების შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ და „ინსტაგრამზე“ დაწერა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაესწრო საღამოს ოკლენდში. პნევმონიის დიაგნოზი დილით დამისვეს, მაგრამ მქონდა გადაწყვეტილი, რომ შოუ გამოსულიყო საუკეთესო. მე ვიმღერე ბოლომდე, როგორც ეს ჩემს ხმას შეეძლო. იმედგაცრუებული და ნაწყენი ვარ, მაპატიეთ. ყველაფერი გავეცი რაც გამაჩნდა. დიდი მადლობა განსაკუთებული მხარდაჭერისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელიც მაჩვენეთ შესრულების დროს. სამუდამოდ მადლიერი ვარ“, - წერს მუსიკოსი თავის გვერდზე.