რომში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე, საქართველომ მესამე მედალი მოიპოვა
74კგ წონითი კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ ბეჭებით გააკრა ხალიჩას ბულგარელი მიროსლავ კიროვი და შარშანდელის მსგავსად, წელსაც ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ამ დროისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ერთი ვერცხლის (61კგ – ბექა ლომთაძე) და ორი ბრინჯაოს (74კგ – ავთანდილ კენჭაძე და 97კგ – ელიზბარ ოდიკაძე) მედალი აქვს.
დღესვე გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლისთვის, ხოლო ირაკლი მწითური ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.