საქართველოში ფარების გასწორების სერვისი უფრო მოთხოვნადი გახდა მას შემდეგ, რაც ამოქმედდა კანონი ავტომობილების ტექდათვალიერების შესახებ. ფარების გასწორება სჭირდება როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა საჭიან ავტომობილებს. ამერიკული, ევროპული და იაპონური მანქანების ფარები განსხვავებულად ანათებს ახლო და შორი ნათების დროს. მაგალითად, იაპონურ მანქანებზე მარცხენა ფარს უფრო ძლიერი ნათება აქვს და ღამე გადაადგილებისას შემხვედრი მარცხენასაჭიანი ავტომობილის მძღოლს თვალებში ანათებს და ხელს უშლის მის უსაფრთხო გადაადგილებას. იმისათვის, რომ ღამით გადაადგილება გიქმნიდეთ კომფორტს და არა საფრთხეს, საჭიროა ფარების გასწორება ხარისხიან ავტოსერვისში, სადაც კვალიფიციური სპეციალისტი მოგემსახურებათ.
რა დროა საჭირო ფარების გასწორებისათვის ?
სხვადასხვა მოდელის ავტომობილზე ფარების გასწორების პროცესი განსხვავებულია, შესაბამისად განსხვავდება პროცედურის ხანგრძლივობაც. საშუალოდ ფარების გასწორება 15 წუთს საჭიროებს, ხოლო ფარების გადაკეთებას 1-2 საათამდე სჭირდება. როდესაც ფარებს სტიკერის საშუალებით ასწორებთ, გახსოვდეთ, რომ შემხვედრ მძოლს თვალებში არ მიანათებთ, გაივლით ტექდათვალიერებას, თუმცა შეაფერხებთ მარჯვენა საჭიანი ავტომობილის გადაადგილებას ღამის საათებში.
გარანტ მოტორსი - თანამედროვე ავტოსერვისი
გარანტ მოტორსში კვალიფიციური ხელოსნებისგან შემდგარი გუნდი სწრაფად და ხარისხიანად მოაგვარებს მანქანასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას, როგორიც არის: ძრავის შეკეთება, სავალი ნაწილების შეკეთება, პოლირება, ფარების პოლირება და ბევრი სხვა სერვისი, მათ შორის ფარების გასწორება.
ფარების გასწორება Garant Motors-ში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. გამოცდილი და პროფესიონალი ხელოსნები სწრაფად და მარტივად მოგიგვარებენ თქვენი მანქანის ფარებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას. კომპანია პასუხისმგებლობას იღებს გაწეული მომსახურების ხარისხზე და იძლევა გარანტიას შესრულებულ სამუშაოებზე.