ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს საცოლემ ჯორჯინა როდრიგესმა თავი ძვირფასი სამკაულებით მოიწონა. გოგონამ „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა თავისი ხელის ფოტო, რომელსაც ამშვენებდა ბეჭედი, საათი და სამაჯურები.
ესპანურმა გამოცემა AS-მა დაითვალა, რომ ამ სამკაულების საერთო ღირებულება, დაახლოებით, ერთ მილიონ ევროს შეადგენს. ყველაზე ძვირია ბეჭედი ლურჯი საფირონითა და ბრილიანტებით, რომელიც 800 ათასი ევროდ შეაფასეს.
ასევე ჯორჯინას ხელზეა Patek Philippe-ის მარკის საათი – 40 ათასი ევრო, ასევე სამაჯურები საერთო ღირებულებით – 30 ათასი ევრო.
პარალელურად, იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა დაადგინა, რომ კრიშტიანო რონალდო თავის საცოლეს ყოველთვიური ხარჯებისთვის 50 000-100 000 ევროს ურიცხავს. ეს თანხა გამოიყოფა „პირადი ხარჯებისთვის და ბავშვებზე ზრუნვისთვის“.
რონალდო და ჯორჯინა ერთად ოთხ ბავშვს ზრდიან, აქედან სამი ფეხბურთელს სუროგატი დედისგან ჰყავს, უმცროსი ქალიშვილი – ალანა მარტინა კი თავად როდრიგესმა გააჩინა.