გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი საავადმყოფოდან საპატიმროში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად შეკრებილები იყვნენ კობიაშვილის ნათესავები. ისინი აცხადებენ, რომ კობიაშვილს არავის მოკვლა არ სურდა და იგი მხოლოდ თავს იცავდა.
"აქვს დაზიანებები თვალზე, ხელზე აქვს ჭრილობა. ვვარაუდობთ რომ თავისივე იარაღის წართმევის მცდელობისას მოხდა ეს. მოვითხოვ იმ ადამიანების დაკითხვას, ვინც თავდასხმაში მონაწილეობას. მარტო ჩემი მეუღლე არ უნდა იყოს დაკავებული" - აცხადებს კობიაშცვილის მეუღლე.