საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა არაერთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად, მის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი ზედმეტია.
"ადამიანი, რომელიც იყო მინისტრი და მხილებული არაერთი მძიმე დანაშაულის ჩადენაში, მსჯავრდებულია, მოიხადა სასჯელი და უნდა გამოვიდეს. ვფიქრობ, რომ სრულიად ზედმეტია რაიმე ტიპის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს.