თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს.
მათი პროტესტის მთავარი მიზანი ვანო მერაბიშვილისთვის დისკომფორტის შექმნაა.
"გვახსოვს გია კრიალაშვილი", "გვახსოვს მუხროვანის სპეცოპერაცია" ამ ტრანსფარანტებით ისინი ერთ-ერთ რესტორანთან იმყოფებიან, სადაც მათი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი იმყოფება.
მათი მოთხოვნაა ვანო მერაბიშვილმა პასუხი აგოს სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, რომელიც მის სახელს უკავშირდება.
აქციაზე იმყოფებიან ასევე გულიკო გამცემლიძე, ია მეტრეველი, ლია კრიალაშვილი და მანანა ვაზაგაშვილი.