თბილისის აეროპორტში ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ჩამოფრინდა. ამის შესახებ bm.ge-ს აეროპორტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა. მისივე თქმით, თვითმფრინავი ე.წ VIP გასასვლელთან გააჩერეს.
როგორც ცნობილია, ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს პრევენციის მიზნით, საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში გადაიყვანენ, სადაც ისინი ორკვირიან კარანტინს გაივლიან.
როგორც ჯანდაცის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, არცერთ მათგანს არ უფიქსირდებათ რაიმე სიმპტომი ვირუსისა, თუმცა, პრევენციული ზომები მაინც იქნება მიღებული.