მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში ხმაურიან განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ელისო კილაძე მიზანმიმართულად აქეზებდა მალხაზ მაჩალიკაშვილს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ.
“საჯაროდ ვაცხადებ, რომ ელისო კილაძე მიზანმიმართულად აქეზებდა და აქეზებს მალხაზ მაჩალიკაშვილს იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ. მივმართავ გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დამკითხოს აღნიშნულთან დაკავშირებით.”- წერს მარიამ კუბლაშვილი