ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ამბობს, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უკვე ათეული წელია, როგორც "საქართველოს მწყემსს", ებრძვიან.
მისივე თქმით, ილიამ მეორემ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში, როგორც ადრინდელი, ასევე, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც იგულისხმა.
"უწმინდესმა იცის, რაზე ამბობს, რადგან მან 40-იან წლებში დაიწყო თავისი მოღვაწეობა. რა თქმა უნდა, იქნებოდა ზეწოლა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ანგრევდნენ პირდაპირი გაგებით. ახლა დახვეწილია, სხვანაირია ბრძოლა. ათონის მთაზე მამები ქადაგებენ ასე: აიღეთ მაგალითი საქართველოს პატრიარქისგან, ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ის იქცევა, როგორც ქრისტე. არ იმართლებს თავს, ითმენს და კიდევ ლოცავს იმ ხალხს, ელოდება, რომ დაბრუნდეს ეკლესიაში და ჩვენ გვასწავლის ამ გზას. სხვადასხვა სახის იყო ბრძოლა მის მიმართ, პატრიარქი არის საქართველოს მწყემსი და მის მიმართ არის უფრო გაძლერებული ბრძოლა", - აღნიშნა მეუფემ.