23 თებერვალს, "ევრობასკეტ 2021"-ს შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ბელგრათში საქართველოს ეროვნული ნაკრები სერბეთის გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი, რომელიც საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ქართველი კალათბურთელების სენსაციური გამარჯვებით ანგარიშით 94-90 დასრულდა.
მატჩი სერბების უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებს 10 ქულით მოუგო - 28-18. შემდეგ ქართველებმა თამაში საგრძნობლად გამოასწორეს და მესამე მეოთხედის ბოლოს ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა - 67-65.
თამშის ბედი მეოთხე ტაიმში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. ქართველი კალათბურთელები თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ერთი ქულით წინ გავიდა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 6,8 წამით ადრე მასპინძლებს 2 ქულით - 90-92 უგებდა, რა დროსაც მასპინძლები დაჯარიმდნენ და მაკფადენმა ქართველი კალათბურთელები კიდევ უფრო დააწინაურა 90-94.
აღსანიშნავია, რომ როგორც "ევრობასკეტ-2021"-ის ერთერთი მასპინძელი, საქართველოს ნაკრები ავტომატურად მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში და მისთვის ჯგუფში დაკავებულ ადგილს მნიშვნელობა არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველი მატჩში ქართველმა კალათბურთელებმა თბილისში შვეიცარიის ნაკრები ოვერტაიმში დაამარცხეს.