აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირებს კამარა პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის, responsible.ge მხარდაჭერით გთავაზობთ უფასო, ინტენსიურ ფსიქოთერაპიას - ამ ნიუსმა, ბოლო დღეებია მთელი სოციალური ქსელები მოიცვა, კამარას ერთ-ერთ ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის მიმართ კი ბევრი კრიტიკული განცხადება გაკეთდა საზოგადოების მხრიდან, მას აზარტული თამაშების კომპანიასთან თანამშრომლობის გამო აკრიტიკებდნენ. ამ თემას სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძეც გამოეხმაურა, მან გულშემატკვრებს მადლობა გადაუხადა.
"იმდენი მიბრახუნეს, როგორც ჩანს, სხვადასხვა კედელზე, რომლებსაც ბევრს ვერ ვხედავ, რომ პერიოდულად, განსაკუთრებით მგრძნობიარე, უსაყვარლესი ადამიანები მწერენ, "წამო მწვადი გაჭამო", "ყავა დაგალევინო" და სხვა კულინარიული სიკეთეები და მხნეობები .
ამ მომენტებისთვის ღირს დროდადრო აგკენწლონ, ხან დამსახურებით და ხან დაუმსახურებლად.
რა ვქნა, მიყვარს ამქვეყნად ბოდიალი" - წერს ნათია ფანჯიკიძე.