საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან ადგილობრივი მაცხოვრებელი გაიტაცეს.
ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.
"ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუს-ში.