ირანში, ჰორმოზგანის პროვინციაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მკურნალობის შედეგად პაციენტების მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. გილანის პროვინციის გუბერნატორმა დაადასტურა დაავადების კიდევ მორიგი 17 შემთხვევა, რომელთაგან მედიკოსთ თქმით, 12 უკვე განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს FARS NEWS-ი.
ადგილობრივი მედიის განცხადებით, მხოლოდ ერთ დღეში, ოთხშაბათს ირანის ქალაქ ყუმში კორონავირუსით დაავადებული 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა, თუმცა ისინი ამ დრომდე ჰოსპიტალიზებულნი არიან.
ირანის ჯანმრთელობის მინისტრის თქმით, გარდაცვალების 4 და ინფიცირების 44 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შემდეგაც საერთო რაოდენობა 139-ს შეადგენს, გარდაცვლილთა რიცხვი კი 19-ია ამ ეტაპზე. მან აღნიშნა, რომ ქალაქ ყომში 700 000 სანიტარული პაკეტი იქნა მომარაგებული.
ირანის პრეზიდენტი დაჟინებით მოუწოდებს მოსახლეობას, თავი აარიდონ დაუგეგმავ მოგზაურობებს ინფიცირებულ რეგიონებში, თუმცა ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა აგრეთვე, რომ არ უნდა იყვნენ იმედგაცრუებულნი, რადგან მთავრობა ყველაფერს აკეთებს მათ სიტუაციის გასაჯანსაღებლად.