ტრაილერების მძღოლებს შეზღუდვები დაუწესდებათ, ამის შესახებ იმ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბათუმში, თურქეთის გენერალურმა საკონსულომ სოციალურ ქსელში თურქულ ენაზე გაავრცელა.
განცხადების მიხედვი, თურქეთიდან საქართველოში ტრაილერების მძღოლების შემოსვლა პირადობის მოწმობით ვეღარ მოხდება. აუცილებელია, მგზავრმა წარადგინოს პასპორტი. ამით ტრაილერების მძღოლების გადაადგილება გაკონტროლდება.
თუ ტრაილერის მძღოლი, 21 დღის განმავლობაში ნამყოფია ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეისა და იტალიის ტერიტორიაზე, საქართველოში ვერ შემოვა.
”ამ დროისთვის საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული მათთვის, რომლებსაც პასპორტის მიხედვით, ბოლო 21 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ვიზა/მარკები ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში ყოფნა. ჩვენ ასევე განვმარტავთ, რომ შეიძლება შეიცვალოს ეს რეგულაციები, რადგან კორონავირუსის ზომებთან დაკავშირებული პროგრამები მუდმივად განახლებს პროცესშია”, – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.