GoFundMe-ზე 20000-მდე შემომწირველისგან 9 წლის ავსტრალიელი კვადენ ბეილსისთვის ~475000 $-ის შეგროვებიდან ერთი კვირა გავიდა.
კვადენ ბეილსი მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისმა დედამ იარიკა ბეილმა სოციალური ქსელებში ატვირთა ვიდეო, რომელშიც მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომი კვადენი სასოწარკვეთილი მიმართავს დედას: “მომეცი დანა, მე თავი უნდა მოვიკლა”. იარიკა წერდა, რომ მისი შვილი ერთდროულად იყო რასიზმის და დისკრიმინაციის მსხვერეპლი და მან აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა.
ვიდეო ატვირთვისთანავე ვირუსულად გავრცელდა მთელ მსოფლიოში და უამრავმა ადამიანმა მხარდაჭერა აღუთქვა კვისლენდში, ავსტრალიელ აბორიგენთა ოჯახში მცხოვრებ 9 წლის კვადენ ბეილსს. ბეილსს მხარდაჭერა აღუქვეს. კვადენს ბავშვს მსოფლიო ყველა კუთხიდან, შეეხმიანენ და კვისლენდში, ავსტრალიელ აბორიგენთა ოჯახში მცხოვრებ ბეილსს მხარდაჭერა აღუქვეს, ხოლო რაგბის ნაციონალური ლიგის გუნდმა “ყველა ვარსკვლავი” ბეილსი თამაშზე მიიწვია და იგი მორაგბეებთან ერთად გამოჩნდა მინდორზე
მსახიობმა ბრედ უილიამსი, რომელიც თანდაყოლილი აქონდროპლაზია აქვს, კვადენის დისლეილენდში ჩაყვანის დაფინანსების იდეა გააჟღერა და რამდენიმე დღეში GoFundMe-ზე 20000-მდე შემომწირველისგან ~475000 $ შეგროვდა.
გუშინ, ავსტრალიის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 9 წლის კვადენ ბეილსის ოჯახის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ისინი უარს ამბობენ დისლეილენდში გამგზავრებაზე.
“ჩვენ, შვილთან ერთად, გადავწყვიტეთ უარი ვთქვათ დისნეილენდში გამგზავრებაზე და ფული საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადავცეთ. ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლაშიდახმარებას მსოფლიოში ჯერ კიდევ საჭიროებს ათასობით ბავშვი”, – ამბობს იარიკა ბეილსი.
მისი თქმით, საქველმოქმედო ორგანიზაციები შეძლებენ ეს ფული გონივრულად მოიხმარონ და აღკვეთონ ბავშვთა შორის თვითმკვლელობის მრავალი მცდელობა.
“რომელ ბავშვს არ სურს, რომ მოხვდეს დისლეილენდში, მით უფრო, თუ მან კვადენისებრი ცხოვრებით იცხოვრა. სადაც მხიარულობაა და არაფერი არ შეახსენებს მას ყოველდღიურ პრობლემებს”, მაგრამ ჩემმა დამ თქვა, რომ ბევრი თვითმკვლელობა ხდება, როგორც თეთრკანიანებში, ისე შავკანიანებში და უმჯობესი იქნება, თუ ეს ფული გადაეცემათ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ესაჭიროებათ სახსრები და იციან, როგორ გამოიყენენ და რაში დახარჯონ – ამბობს იარაკას და მუნდანარა.