ერევნიდან მოსკოვში მიმავალი თვითმფრინავის მგზავრი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ცხედარი მაშინ იპოვეს, როდესაც თვითმფრინავი „შერემეტევოს“ აეროპორტში ეშვებოდა.
შესაბამისი სამსახურები ინციდენტის მიზეზს იკვლევენ, ექსპერტები კი მგზავრის გარდაცვალების მიზეზს ადგენენ.
სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.