რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა დროებით შეაჩერა. რუსეთის პრეზიდენტი და მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლის ზომებზე საგანგებო სხდომაზე მსჯელობენ.
ამასთან ერთად, რუსული მედია მოსკოვში კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს. ექსპერტთა წრეებში კი ვირუსით ინფიცირებულთა ოფიციალური სტატისტიკის არ სჯერათ.
„გამორიცხული არ არის, რომ მოსკოვში კომენდატის საათი შემოიღონ. რუსეთში კორონავირუსით სულ მცირე 1600 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 130-180 ათასი ადამიანი. ასე თუ გაგრძელდა, 10 დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 1,5-2 მილიონს ადამიანს მიაღწევს“, - აცხადებს პოლიტოლოგი ვალერი სოლოვეი.