18 მარტიდან კიევში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრებს სამედიცინო პირბადის გარეშე არ დაუშვებენ.ამის შესახებ კიევის მერის მოადგილემ ნიკოლაი პავოროზნიკმა განაცხადა.
„ის მგზავრები, რომლებსაც სამედიცინო პირბადე არ ექნებათ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ დაიშვებიან“, - განაცხადა ნიკოლაი პავოროზნიკმა.
კიევის მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ერთი სატრანსპორტო საშუალებით, იქნება ეს საზოგადოებრივი თუ კერძო, აკრძალულია ათზე მეტი მგზავრის გადაყვანა. აღნიშნული შეზღუდვების შესრულებას ზედამხედველობას სანიტარული სამსახური და ეროვნული პოლიცია გაუწევს.