საქართველოს მთავრობა 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების კორონავირუსისგან დასაცავად განსაკუთრებულ ზომებს იღებს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხდა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობამ მაქსიმალური ზომები მიიღო სწორედ რისკ-ჯგუფის მოქალაქეების დასაცავად.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წელზე ზევით მოქალაქეებისთვის მივიღებთ განსაკუთრებულ ზომებს. მათი სამუშაო ადგილებიდან შვებულებაში გაშვებით, შემსუბუქებით იმით, რომ არ დატოვებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებს და ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ თვითიზოლაციას და გავაკეთებთ სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებას, დაუშვათ, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს მივაწვდით ადგილზე იმ წამლებს და ავამოქმედებთ სხვადასხვა სისტემას ერთობლივად, რათა ეს ჯგუფი გადავაზღვიოთ და ამ ჯგუფში არ გამოგვეხატოს ჩვენ მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს იქნება, ვთვლი, საქართველოს მხრიდან ძალიან წარმატებული ნაბიჯი. როდესაც ეს კორონავირუსი დასრულდება და ჩვენ მივიღებთ სტატისტიკას, ჩვენს მოქალაქეებში, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ ჯგუფში სიკვდილიანობის პროცენტი არ იქნება 8-დან 14%-მდე“, - განაცხადა მინისტრმა.