საგანგებო მდგომარეობის დროს საჯარისო ფორმირებების გამოყენება და კომენდანტის საათი არის უკიდურესი ზომა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საგანგებო ვითარება აძლევს საშუალებას მთავრობას იმოქმედოს. „ეს ითვალისწინებს ჯარიმებს და სხვა ქმედებებს. ვირუსის გავრცელების შემდეგ ეტაპზე შეიძლება მივიღოთ სხვა შეზღუდვები. საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს იძულებით საკარანტინო ღონისძიებებს. საჯარისო შენაერთები არ პატრულირებენ. არ ვზღუდავთ მოქალაქეთა გადაადგილებას საშვებით“, -აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.